მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ბავშვების, 3 წლის თაიას და 11 წლის ბიჭის ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერის საკითხი დღეს გადაწყდება - ამის შესახებ მედიას ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა კახაბერ ჭელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, 3 წლის გოგონასთან მუშაობას ფსიქოლოგები აგრძელებენ.
"ორივე პაციენტი ამჟამად კლინიკაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს დაგეგმილია განმეორებითი კვლევები, რის შემდეგაც გადაწყდება მათი ბინაზე გაწერის საკითხი.



