სასურველია, რომ ამ დღეს გამოცდილი ადამიანების რჩევა გაითვალისწინოთ, რომელიც თავიდან უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ მოგვიანებით ძალიან გამოგადგებათ. დროა საკუთარი ბედის მართვა საკუთარ ხელში აიღოთ! იქნებ იმიჯის შეცვლის ან გარდერობის განახლების დროა? სასწრაფოდ დაიწყეთ საქმე, რომელსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავდით, თორემ პრობლემების წყაროდ იქცევა. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ - ზოგჯერ ადამიანებს გრძნობებში გასარკვევად დრო სჭირდებათ. პროფესიულ სფეროში სჯობს ექსპერიმენტებს მოერიდოთ და გამოცდილი ხერხებით იხელმძღვანელოთ. ფინანსური პრობლემები, რომლებიც ბოლო პერიოდში თავს გახსენებდათ, თანდათან უკანა პლანზე გადავა და საბოლოოდ თავისუფლად ამოისუნთქებთ. ჯანმრთელობაზე საწუწუნო არ გექნებათ - ენერგიის მოზღვავება ძალებს შეგმატებთ. ამ დღეს განსაკუთრებით სასარგებლოა ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში, განსაკუთრებით სუფთა ჰაერზე.

პირადი ცხოვრება ზედმეტად უინტერესო გახდა და მრავალფეროვნების მოთხოვნილება გაგიჩნდათ? ასეთ დროს ფანტაზიას ნუ შეზღუდავთ და იმოქმედეთ. საყოფაცხოვრებო პრობლემებს ახლობლების მხარდაჭერით იოლად დაძლევთ. ბავშვების აღზრდასა და ოჯახში ჰარმონიის შექმნას მეტი დრო დაუთმეთ. საჯარო მოხელეებს ამ პერიოდში პროფესიული უნარების გამოვლენის შესაძლებლობა მიეცემათ. მეგობრებთან ურთიერთობა შეიძლება განსაკუთრებით ჰარმონიული გახდეს. ფინანსურ საკითხებში მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ. ეცადეთ უფრო დამთმობი იყოთ ოჯახის იმ წევრების მიმართ, რომლებსაც დაუგეგმავი შენაძენის გაკეთება სურთ. დროა სპორტულ დარბაზში ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე სიარული დაიწყოთ - ფიზიკური აქტივობა ახლა ჰაერივით გჭირდებათ.

მშვილდოსანი

ეცადეთ ეს დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ - ურთიერთობის განმტკიცების ხელსაყრელი შანსი გეძლევათ. დაძაბული დღეა და სკანდალის ალბათობაც არსებობს. ახლობლებთან კამათის თავიდან ასაცილებლად თავი ხელში აიყვანეთ და ზედმეტი არაფერი თქვათ. ხელმძღვანელობა თქვენს შრომას დააფასებს - არ არის გამორიცხული, პრემიაც მიიღოთ, თუმცა მატერიალური წახალისება ერთადერთი ბონუსი არ იქნება. გაესაუბრეთ მეგობრებს და ფინანსური საკითხები განიხილეთ. გაითვალისწინეთ საქმიანი პარტნიორის კეთილი რჩევა და ახალი პროექტის დაწყებაზე ჯერჯერობით უარი თქვით. დღეს დიეტის დაწყება არ ღირს - ნაკლებად ეფექტური იქნება. ეცადეთ საკუთარი ორგანიზმის მოთხოვნების მოსმენა ისწავლოთ!

უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში სასიყვარულო საქმეებში ნაკლებად გაგიმართლებთ. მოწყენილობის დასაძლევად შეგიძლიათ სტუმრები დაპატიჟოთ ან საღამო ხალხმრავალ წვეულებაზე გაატაროთ. ახალ პროექტზე მუშაობა დაგეგმვით უნდა დაიწყოთ - სხვაგვარად სასურველ შედეგზე არ უნდა იოცნებოთ. თუ დროს უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგავთ სამუშაო დღე სირთულეების გარეშე ჩავლის. ფინანსური წარმატება შეიძლება მხოლოდ დიდი შრომის შედეგად მოვიდეს. ბოლო პერიოდში თავს დატეხილმა უამრავმა საქმემ სრულიად გამოგფიტათ - ახლა ყველაზე მეტად დასვენება გჭირდებათ.

ყურადღებიანი იყავით პარტნიორის მოთხოვნების მიმართ და ეცადეთ, ისინი დააკმაყოფილოთ. გაუგებრობა დროულად უნდა აღმოფხვრათ, რომ უფრო მნიშვნელოვან პრობლემებში არ გადაიზარდოს; გულწრფელი საუბარი ვითარებას ნათელს მოჰფენს. გეგმები დასახეთ - თქვენთვის კარიერული წინსვლის დრო დადგა. გირჩევთ კორპორაციულ ცხოვრებაში სრულად ჩაერთოთ და კოლექტივს არ მოშორდეთ. თავი შეიკავეთ ნებისმიერი შენაძენისგან - შეიძლება ფული უსარგებლო და უხარისხო ნივთში გადაყაროთ. საჭმლის მომნელებელი და ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი სისტემების პრობლემებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობების განმტკიცებისთვის ნათესავებთან და საყვარელი ადამიანის მეგობრებთან. ამ დღეს იმდენად დამაჯერებელი იქნებით, რომ ნებისმიერი ადამიანის დაყოლიებას შეძლებთ. სიყვარულის ნავი ყოფით პრობლემებს რომ არ შეეჯახოს, ინიციატივა გამოიჩინეთ და მეორე ნახევართან ურთიერთობა დაალაგეთ. სასურველია იმ საქმეებით დაკავდეთ, რომლებიც თქვენში ინტერესს იწვევს - მძიმე და უინტერესო სამუშაო მალე მოგბეზრდებათ. უფრთხილდით თაღლითებს, განსაკუთრებით შორეულ მგზავრობაში - გარემოებები შესაძლოა თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს და თანხის ნაწილი დაკარგოთ. მეგობრებთან და ოჯახთან სიახლოვე სტრესის მოხსნასა და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. დამატებით შეგიძლიათ რელაქსაციის პრაქტიკები სცადოთ, რათა გონება დაიმშვიდოთ და სულიერი წონასწორობა აღიდგინოთ.