ტრიუმფით დასრულდა ქართველი სპორტსმენების ასპარეზობა აბუ-დაბიში გამართულ RAF-ის (Real American Freestyle) ტურნირზე - მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა მეტოქეები დამაჯერებლად დაამარცხეს.

მერაბ დვალიშვილის ელვისებური გამარჯვება მერაბ დვალიშვილი ბრაზილიელ მარლონ მორაესს დაუპირისპირდა და შეხვედრა შთამბეჭდავად დაასრულა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე დაამარცხა და გამარჯვება ჩოქით მოიპოვა. შეხვედრა დაწყებიდან 1 წუთსა და 30 წამში დასრულდა.

ეს ამ ორგანიზაციაში ქართველი მებრძოლის მესამე გამარჯვებაა. აქამდე მან ჰენრი სეხუდოსა და ფრენკი ედგარს მოუგო.