რუსთავში, ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას და კადრებს ადგილიდან “ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

“ჰონდას” და “ფორდის” მარკის ავტომობილები ერთმანეთს სანაპიროს ქუჩაზე დაეჯახნენ.

ავარიის შედეგად 4 ქალი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო 112-ის ყველა ეკიპაჟი. პაციენტები “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.