ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში. „ინფო რუსთავის„ ცნობით, სანაპიროს ქუჩაზე, ერთმანეთს „ჰონდას„ და „ფორდის„ მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ავარიის შედეგად 4 ქალი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო 112-ის ყველა ეკიპაჟი. პაციენტები „კლინიკა რუსთავში„ გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
ინფო რუსთავი



