statiebi.ge STATIEBI.GE

ჩვენთან მეტი თავისუფლებაა

      ბევრჯერ თქმულა და დაწერილა, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს თავისუფალი მედია. პრესა თუ ტელევიზია  არის მიკერძოებული და მიეკუთვნება რომელიმე მხარეს. ეს მხარეები არიან ერთის მხრივ მმართველი პარტია და მთავრობა, მეორე მხრივ ოპოზიცია და მასთან დაახლოებული არასამთავრობოები.

      ყოველ მათგანს აქვს სათქმელი, მაგრამ თქმა მხოლოდ მის ველზე  შეუძლია. იშვიათად მოწინააღმდეგის ველზე გადავიდნენ, თქვან სათქმელი და ეს დიალოგი თუ კამათი მშვიდობიანად დასრულდეს. ხშირად კი ისეთი წარმოდგენის მომსწრენიც გავხდებით მოქალაქეები, რომ ოქტაგონზე გვგონია თავი.

   თუმცა ყველაზე ამორალური ამ მოვლენაში არის ის, რომ ძირითადად  ცალკარას თამაში მიდის. სადაც საკუთარ ტელევიზიებში კომფორტულად მოთავსებული ჟურნალისტები და მათი სტუმრები ხშირად ერთ აზრზე არიან, კომფორტის ზონას არ ურღვევთ არავინ და ამ კომფორტის ზონიდან თამამად გადმოსცემენ თავიანთ ხედვებს, თან აბსოლიტურად დარწმუნებულები არიან სიმართლეში და მოპასუხეც არავინ ჰყავთ.

    სწორედ ეს არის ერთ ერთი მთავარი მიზეზი  მოსახლეობაში, მაყურებელში, ნიჰილიზმის წარმოშობის. ოპოზოციის მომხრე უყურებს ოპოზიციურ არხებს და ჰგონია, რომ ყველაფერი ცუდადაა. მთავრობის მომხრე უყურებს მთავრობის მიერ დაფინანსებულ თუ მხარდაჭერილ არხებს, და ჰგონია, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.  მათი გადაკვეთა თითქმის არსად ხდება, შედეგად ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ მხოლოდ მეორე მხარეა მტყუანი და ყველაფერი სხვისი ბრალია.

     ამიტომაც  გადავწყვიტეთ  სხვა  საინფორმაციო საშუალებებისგან განსხვავებით, შეგვექმნა სივრცე, სადაც ყველა მხარე თანაბარი უფლებით ისარგებლებს.  ჩვენთან ნებისმიერ  ჟურნალისტს, მოქალაქეს, პოლიტიკოსს, თუ სხვას შეეძლება დაწეროს სტატია, სადაც გადმოსცემს მის ხედვებს და ანალიზს  მიმდინარე პროცესების შესახებ.

    ასე რომ, მოგესალმებათ statiebi.ge და მისი თანამშრომლები,  გვაქვს იმედი, რომ შეგიქმნით სასიამოვნო და წარმატებულ გარემოს იმისათვის რათა თამამად დააფიქსიროთ თქვენი აზრი, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური კურსის კუთვნილებისა.  ასევე  მივცემთ თქვენს ოპონენტებს საშუალებას, სტატიებითვე გიპასუხონ, კორექტულობის საზღვრებში.

     ჩვენთან მისაღებია ჯანსაღი და არგუმენტირებული დისკუსია, როგორც სტატიებით, ასევე სტატიებში კომენტარებით.  გადაცდომებს არ მივესალმებით, თუ კორექტულ საზღვრებს გასცდა სტატია, ის ან არ დადასტურდება ( და მიზეზსს აუცილებლად მიიღებთ წერილობით), ან წაიშლება.  ასევე წაიშლება დადასტურებული სტატია, რომელიც ცილს სწამებს ( რომლის დამტკიცებაც მოხდება მეორე მხარის მიერ)  ოპონენტს და არის დეზინფორმაცია.

     გადავწყვიტეთ  არ შევქმნათ მკაცრი და მშრალი წესები  ჩვენს საიტზე, არამედ  ვიმოქმედოთ სიტუაციის მიხედვით.  რაც  საშუალებას მისცემს ჩვენს მომხმარებელს  არ იყოს  შეზღუდული მოქმედებაში. ვთვლით, რომ საიტი მართვადი უნდა იყოს მისი მომხმარებლის მიერ, მოწონებებით ან უარყოფითი გამოხმაურებებით. შესაბამისად  ადმინისტრაციის ჩარევა გვინდა შევზღუდოთ საწყის ეტაპზე ჩარევით, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენი სტატია დადასტურდა, შემდეგ უკვე თქვენ და მომხმარებელი ხართ  პასუხისმგებელი მასზე.

   საიტზე იქნება ცენზურა მხოლოდ  მიმართვის ფორმებზე, რაც გამოიხატება შემდეგში: 1. მოხდება სალანძღავი სიტყვების ჩანაცვლება ცენზორით; 2. შეურაცხმყოფელი   გამონათქვამების გამო დაიბლოკება მომხმარებელი რამდენიმე საათით ან დღით.

    იმისათვის რომ  კომფორტული გაგვეხადა  საიტზე  მოღვაწეობა, სტატიები დავყავით  რამდენიმე კატეგორიად.  ვისაც  სპორტული თემა იზიდავს, მას შეუძლია სპორტის განყოფილებაში გამოთქვას თავისი აზრი და  გააკეთოს ანალიზი, ვისაც  პოლიტიკა იზიდავს, ის პოლიტიკაში იმოღვაწევებს და ასე შემდეგ.  კატეგორიების რაოდენობა შეზღუდული არ არის და საჭიროების შემთხვევაში მათ დაემატება ახალი კატეგორიები.

     კიდევ ერთხელ! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებ გვერდზე. დააფიქსირეთ თქვენი აზრები თამამად.  პატივი ეცით მათ, ვინც არ იზიარებს თქვენს აზრს, რათა მათგანაც იგივე მიიღოთ.  თქვენი ხედვა და ანალიზი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რათა უამრავ აზრში გამოვარჩიოთ ყველაზე კარგი და ამით უკეთესი გავხადოთ ჩვენი მომავალი.

40 - ნანახია
0 კომენტარები



კომენტარები არარის
კოდის განახლება
statiebi.ge STATIEBI.GE
ვებ-გვერდი ემსახურება დააკავშიროს მომხმარებლები ერთმანეთან რათა გაუზიარონ ახალი ამბები და თავისი მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხში.