ზალიკო ბერგერი ია ფარულავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაცია ambebi.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თორნიკე ქოჩქიანმა დღეს მიიღო.
არსებული ინფორმაციით, სხდომას არ დასწრებიან არც ზალიკო ბერგერი და არც ია ფარულავა.ფარულავასა და ზალიკო ბერგერს შორის კონფლიქტი 2021 წელს, "ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდში დაიწყო. მაშინ ფარულავამ პროექტის ორგანიზატორები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბერგერი ცუდად იყო და მას მკურნალობა სჭირდებოდა, ნაცვლად იმისა, რომ რეიტინგისთვის საცეკვაო შოუში გამოეყვანათ.
2026 წლის ოქტომბერში ზალიკო ბერგერმა ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას, ფარულავას ძველი განცხადება გაიხსენა და მსახიობი შეურაცხმყოფლად მოიხსენია.
რას ეხებოდა სასამართლო დავა?



